პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში გრძელდება. ქართულ დელეგაციას, მიხეილ ყაველაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს დიდ ეროვნულ მეჯლისში ელოდებიან, სადაც მათ თავმჯდომარე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის ურთიერთობებზე პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთანაც ისაუბრა, სწორედ რეჯეფ ტაიფ ერდოღანი იყო გუშინ მიხეილ ყაველაშვილის მასპინძელი.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პირველი ლედების შეხვედრაც. თამარ ბაგრატიონმა ხელი მოაწერა ემინე ერდოღანის ინიციატივას სახელწოდებით, „ნულოვანი ნარჩენებისადმი გლობალური ვალდებულება“.