პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საოკუპაციო ხაზთან არსებული მძიმე ვითარება შვეიცარიაში განიხილება. ქვეყანაში, რომელიც უკვე 12 წელია, დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ საქართველო-რუსეთს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს, სალომე ზურაბიშვილი იმყოფება.

შვეიცარიის პრეზიდენტის მთავარი გზავნილის მიხედვით, მძიმე ვითარებიდან გამოსავალი სამშვიდობო პოლიტიკა და ორ ქვეყანას შორის დიალოგია, რისთვის ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. სწორედ ამ კონტექსტში თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დიალოგის დასაწყებად რუსეთმა დეესკალაციის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ერთ-ერთ პირველ ასეთ ნაბიჯად კი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვებას მიიჩნევს.