პრეზიდენტის ვიზიტი სერბეთში
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დასრულდა.
მიხეილ ყაველაშვილი ორდღიანი ვიზიტით სერბეთში იმყოფებოდა, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა, გუშინ კი პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ბელგრადშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ვიზიტს აშუქებს.