პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში

ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს იმ პრევენციულ ზომებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც ოფიციალური თბილისი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან ასაცილებლად ატარებს.

დონალდ ტუსკის შემდეგ სახელმწიფოს მეთაური ევროკომისიის პრეზიდენტს ხვდება, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემებია.

ამავე შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი, უმაღლესი დონის ფორმატი შეიქმნება.

მოამბე ბრიუსელიდან, თამუნა წიკლაური აშუქებს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტს.