პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში  

ევროკავშირის ლიდერებთან საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები დაიწყო.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა, რა დროსაც დონალდ ტუსკმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო – ის ივლისში საქართველოში ჩამოვა და ბათუმში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება.

ეს არის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში, რის გამოც ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. 2019 წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში გამორჩეული წელია, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნის 10 წლისთავი აღინიშნება. ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან და ევროპარლამენტარებთან. ყურადღება გამახვილდა რუსული ოკუპაციის შედეგებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დღეებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.

ქეთი ქარდავა განაგრძობს საუბარს ბრიუსელიდან.

დატოვე კომენტარი