პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართა. სწორედ იქ მიიღო საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელმა კოლეგამ. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ქეთი ქაშაკაშვილი აშუქებს ვიზიტს და შეხვედრის დეტალებზე „მოამბის“ ეთერში ისაუბრებს.