პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.
ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში გამართული დახვედრის ცერემონიის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა ჰეიდარ ალიევის ცენტრი დაათვალიერა. დღის ბოლოს კი აზერბაიჯანის პრემიერს, ალი ასადოვს შეხვდა. ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებთან ერთად, განხილვის თემა იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
უკვე ხვალ, მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს და მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება – ანა ბროლაძე ბაქოდან.