პრეზიდენტის ვიზიტი

გზავნილები ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერისგან.

გერმანიის კანცლერის და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დასრულებულია. სალომე ზურაბიშვილმა ანგელა მერკელს რუსეთის პოზიციების შესაცვლელად მოსკოვზე გავლენის მოხდენა სთხოვა.

„დრო მოვიდა, მეტი მოვითხოვოთ ჩვენი პარტნიორებისგან“, – ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მერკელთან აუდიენციის შემდეგ.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და ოკუპაციის მძიმე შედეგები იყო. ამ თემას დაეთმო გერმანიის პრეზიდენტთან საუბარიც, რომელიც დღეს ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა.

შტაინმაიერს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, როგორია გერმანიის პოზიცია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივაზე.