პრეზიდენტის ვიზიტი

არჩილ ტატუნაშვილის საქმე განიხილეს დღეს ევროკავშირსა და ნატოშიც.

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ფედერიკა მოგერინი მზადაა, ტატუნაშვილის საქმის მოგვარებაში ჩაერთოს. ოკუპაციის შედეგებზე საუბარი ნატოს გენერალურ მდივანთან გაგრძელდა. განხილვის ერთ-ერთი თემა ივლისში დაგეგმილი ნატოს სამიტი იყო. სამიტზე სტოლტენბერგმა პრეზიდენტი მარგველაშვილი მიიწვია.

რა განცხადებებით დასრულდა დღევანდელი შეხვედრები – თამუნა წიკლაური განაგრძობს საუბარს ბრიუსელიდან.