პრეზიდენტის ვიზიტი

შრომის უსაფრთხოება, განათლება, გადადგმული ნაბიჯები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. ამ მიმართულებებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. აქცენტი გაკეთდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე.