პრეზიდენტის ვიზიტი

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში.

ევროკავშირმა მარტო არ უნდა დაგვტოვოს, – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა. მასთან ერთად კონფერენციაში ესტონეთის პრეზიდენტი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობდნენ.

საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე და ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთის ფაქტორზე საუბრის დროს, განსაკუთრებით მწვავე იყო ესტონეთის პირველი პირის ტონი. კერსტი კალიულაიდიმ დღეს პირდაპირ თქვა, რომ გაფართოების კონტექსტში, ევროკავშირი მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებზე არ უნდა იყოს ორიენტირებული და საქართველოს საკითხის მეტი აქტუალიზაცია უნდა მოხდეს.

მარიამ მენაბდე აშუქებს ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს.