პრეზიდენტის ვიზიტი

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ესტონეთში გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, იური რატასს შეხვდა. საუბარი შეეხო ეკონომიკურ თანამშრომლობას, ინვესტიციების ზრდასა და  ორმხრივი ვაჭრობის ზრდის პოტენციალს. პრემიერი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას უცხადებს. მან ასევე, პრეზიდენტის მოპატიჟება მიიღო ბათუმის კონფერენციაზე დასწრებასთან დაკავშირებით და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრამდე, სალომე ზურაბიშვილმა სტუმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა „ტელისკივის კრეატიული ქალაქი“  დაათვალიერა.

დღეს პრეზიდენტი ესტონეთის ციფრული გადაწყვეტილებებისა და ელექტრონული მმართველობის პრიორიტეტების პრეზენტაციას დაესწრება და „ნატოს“ კოოპერატიული თავდაცვის ცენტრს მოინახულებს. დღის ბოლოს ის, ესტონელ კოლეგასთან ერთად „ლენარტ მერის“ უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და ღია დისკუსიაში ჩაერთვება.