პრეზიდენტის ვეტო - ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აანონსებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ  სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები დაუსაბუთებელია. კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროს უკვე წარედგინა. მას იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს. კანონპროექტს აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი, ცესკო-ს თავმჯდომარეს არ ეყოლება მოადგილე ოპოზიციური კვოტით.