პრეზიდენტის ვეტო

ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს არგუმენტები პარლამენტში გაიგზავნა. საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ ე.წ მოსმენების კანონზე ვეტოს დადებით კმაყოფილია, თუმცა იქვე დასძენს, რომ პრეზიდენტს ვეტო ადამიანის უფლებების შემზღუდველი სხვა კანონების შემთხვევაში მანამდეც უნდა გამოეყენებინა და ამ ბერკეტს მომავალშიც უნდა მიმართოს.

მმართველ გუნდში კი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცოტა ხნის წინ შეტანილი ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადები იზრდება და იმ დანაშაულთა წრე ფართოვდება, რომლებსაც ცვლილებები შეეხება.