პრეზიდენტის ვეტო

მოსმენების კანონს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მოტივირებულ შენიშვნებით, პარლამენტში, სავარაუდოდ დღეს გაიგზავნება. ოპოზიციონერი დეპუტატები ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან. ეს ნაბიჯი გაუგებარია მმართველი გუნდისთვის, რომელიც ვეტოს დაძლევას აანონსებს. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ყველა კანონს, რომელიც მიმდინარე ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, ის ვეტოს დაადებს.