მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან შეწყალების შეთავაზების მიღებას ოპოზიციონერი ლიდერები კატეგორიულად გამორიცხავენ. დაკავებული პოლიტიკოსები აღნიშნულს შანტაჟად აფასებენ. განსხვავებული პოზიციები აქვთ მმართველ გუნდში, სადაც პრეზიდენტს ამ ნაბიჯისთვის აქებენ და გადაწყვეტილებას სახელმწიფოებრივს უწოდებენ. შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის დაკავებული ლიდერებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.