პრეზიდენტის შეხვედრა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან

ვინ გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი – არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა.

ქვეყნის მასშტაბით არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს. მათ წარმომადგენლებს ავლაბრის სასახლეში გიორგი მარგველაშვილი შეხვდა.

რა განცხადებები გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – თამარ წიკლაური მუშაობს ადგილზე.