პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციასთან 

ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. პარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო სადავო კანონზე ხელისუფლების ოპონენტები ვეტოს დადებას ითხოვენ. საკუთარი პრეტენზიები და არგუმენტები ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილს ინდივიდუალურად გააცნეს. შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმომწერები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ოპოზიციისთვის გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველია ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებები, რომლითაც წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაში სანქციები იზრდება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადა კი 24 საათით განისაზღვრება. ვეტოს არ გამოყენების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები საკუთარი კანონპროექტის ინიცირებას გეგმავენ.

დატოვე კომენტარი