პრეზიდენტის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

 მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი არაერთხელ დაფიქსირებული პოზიციის გადახედვას არ აპირებს. სალომე ზურაბიშვილის აზრით, შეწყალების გადაწყვეტილება დეპოლარიზაციის ნაცვლად, პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო გაზრდის. რა მიზანი აქვს მის მიერ ინიცირებულ და ცოტა ხნის წინ დაწყებულ ეროვნული თანხმობის პროცესს, რომელშიც ოპოზიციაც ჩაერთო, რა მოვლენების გარშემო ცდილობს ის ეროვნული თანხმობის მიღწევას, რა პერსპექტივა ექნება ამ პროცესს, როგორ წარმოუდგენია მისი შედეგები და ემხრობა თუ არა სწორედ სააკაშვილის საკითხზე მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატს – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დასმულ კითხვებს პრეზიდენტმა დღეს სასახლეში უპასუხა. სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.

დატოვე კომენტარი