პრეზიდენტის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა – განხილვის საკითხი ეროვნული ერთობის ინიციატივა იყო. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია შეთანხმება ძირითად მიმართულებებზე და მნიშვნელოვანია ეროვნული თანხმობის მთავარი ხაზი თავად საზოგადოებისგან მოდიოდეს.

სახელმწიფოს პირველმა პირმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პროცესი პირველ ეტაპზე არ გულისხმობს პოლიტიკური პარტიების შერიგებას. შეხვედრაზე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კიდევ ერთხელ ჰკითხეს პოზიცია. მისი განცხადებით, სააკაშვილის შეწყალება პოლიტიკურ პოლარიზაციას არათუ შეამცირებს, არამედ პირიქით, გაამწვავებს.