პრეზიდენტის შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან

საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეები შეთანხმდნენ, ჩატარდეს ქალი ლიდერების კონფერენცია. სალომე ზურაბიშვილმა და ჰელგა მარია შმიდტმა მომავალი ადგილობრივი არჩევნები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ადამიანების უფლებების დარღვევასა და გატაცების ფაქტებზე, კერძოდ ზაზა გახელაძის საკითხზე. ხაზი გაესვა რეგიონში შექმნილ ვითარებას.