საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. აჭარის მთავრობის სახლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. ასევე ისაუბრეს ტურისტული სეზონის მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ ახალ პროექტებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აჭარაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. მიხეილ ყაველაშვილმა სულხან თამაზაშვილისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.