პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი

18:05, 07.12.2018

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისა და სარეზერვო ფონდის საკითხზე სალომე ზურაბიშვილთან  და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციები გაიმართება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა.

როგორც ცნობილია, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა არ არის გამოყოფილი. ამის საპახუდოდ, კაკაურიძემ საერთაშორისო  მაგალითი მოიყვანა და განმარტა, რომ ორი სარეზერვო ფონდი არსად არსებობს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დაფინანსება პრეზიდენტის უფლებამოსილების ადექვატურია. ირაკლი კოვზანაძეც მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხი კონსულტაციების შემდეგ უნდა დადგინდეს.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის შესაძლო გაუქმებას მიესალმებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“.

მსგავსი