პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ყაზახეთში
დაკავშირების მნიშვნელობა, შუა დერეფანი და გარემოს დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები – ამ საკითხებზე იყო აქცენტირებული საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში მიმდინარე რეგიონული სამიტის მონაწილეებს კლიმატური ცვლილებების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. მაშინ, როდესაც განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და ეს ენერგია ევროპასა და აზიას შორის, სწორედ ჩვენი ქვეყნის გავლით უნდა განაწილდეს, პრეზიდენტმა განსკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი ყაზახ კოლეგასაც შეხვდა, კონსულტაციების შემდეგ გაირკვა, რომ ორი ქვეყანა უახლოეს მომავალში სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს გააფორმებს.
„მოამბე“ ასტანადან – პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე ანა ბროლაძე ისაუბრებს.