პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში

სამწლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს ხვალ საქართველოს პრეზიდენტი მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ის უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. ასევე შეხვედრებია დაგეგმილი ევროკომისიის პრეზიდენტთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.