პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

ახალგაზრდული მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს.

შეკრებილები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ, მსჯავრდებულებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე სიმბოლურად ბოქლომი დაამაგრეს. მათი თქმით, პრეზიდენტი ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს იღებს.

გამოსვლების გაგრძელებას მოძრაობის წევრები მომავალშიც გეგმავენ.