პრეზიდენტის რეზიდენციაში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და პროცესის დინამიკა განიხილეს

12:35, 02.03.2018

ავლაბრის რეზიდენციაში ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამ მხრივ პროცესის მიმდინარეობა განიხილეს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო სექტორის მიერ დაკომპლექტებულ მონიტორინგის ჯგუფს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავარ გამოწვევად მართლმსაჯულების სისტემა და შრომითი უფლებები რჩება. თუმცა, არასამთავრობო სექტორი პროცესის დინამიკას დადებითად აფასებს.

 

მსგავსი