პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ერთობლივი მიღება გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, ერთობლივი მიღება გაიმართა. მიღებაზე გიორგი მარგველაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის საზეიმო დღეს, საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მთავრობის მეთაურმა საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელთა შთამომავლებს, პირველ ქართულ დიასპორას.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ მიღებას საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური წრეების, რელიგიური კონფესიების, მედიის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.