პრეზიდენტის პოზიცია – პოლიტიკური შეფასებები 

21:33, 20.05.2020

პრეზიდენტის გადაწყვეტილების გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მსჯავრდებული პოლიტიკოსები პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად შეიწყალა. ოპონენტები კი პრეზიდენტს ცალკეული ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების იმ განცხადებებზე მიუთითებენ, სადაც ტერმინი „პოლიტიკური პატიმარიც“ იყო ნახსენები. ამ ფაქტს პრეზიდენტი ნაკლები ინფორმირებულობით ხსნის და ამ მიმართულებით თავადაც უფრო გააქტიურებას აპირებს.

ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მწვავდება ციხიდან შეწყალებულების სტატუსით გამოსული პოლიტიკოსების ტონიც. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ირაკლი ოქრუაშვილის ერთ-ერთი ბოლო განცხადება, სადაც ის 20 ივნისის მოვლენებში საკუთარ როლზე საუბრობდა.

მსგავსი