პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმები

პრეზიდენტი მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ ხდება.

მძაფრი რეაქცია მოჰყვა ინტერვიუს, რომელიც პარიზში მყოფმა სალომე ზურაბიშვილმა „ფრანს 24“-ს მისცა. ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაური კოალიციურ მთავრობას ახსენებს. ამჯერად პრეზიდენტმა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობასა და კოალიციური ხელისუფლების ფორმირებას შორის ტოლობის ნიშანი დასვა. კოალიციური მთავრობის აუცილებლობას პრეზიდენტმა ორი წლის წინ ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუშიც გაუსვა ხაზი. ბოლო განცხადებამ კი ზურაბიშვილის შესაძლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებული ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა. კულუარებში უკვე საუბრობენ პრეზიდენტის სავარაუდო პოლიტიკურ პარტნიორებზე, ვისთან ერთადაც სახელმწიფოს მეთაური 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.