პრეზიდენტის პირველი ანგარიში   

პარლამენტი სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად ემზადება.

არჩევიდან სამ თვეში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი ამ რანგში საკანონმდებლო ორგანოს პირველად მიმართავს. უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფოს მეთაური სიტყვით გამოსვლაში ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის თემებს, ასევე საერთაშორისო ვიზიტების დროს მიღებულ გზავნილებს შეეხება. სავარაუდოდ, აქცენტები გაკეთდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარებულ რეორგანიზაციაზე და  შეწყალების კომისიის ახალ სამუშაო სტრატეგიაზეც.

ჯერ უცნობია, მოხვდება თუ არა ანგარიშში პრემიერს დაქვემდებარებული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირების საკითხი, რომლის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციას მმართველ გუნდთან კითხვები გაუჩნდა.

ოპოზიციის ნაწილი ხვალინდელ გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს და სხდომაზე მისვლას არ აპირებს.