პრეზიდენტის პასუხის შეწყალების საქმეზე

რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში? – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ხომ არ ყოფილა სალომე ზურაბიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე შეწყალების საქმესთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა. თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.