პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი

სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გრძელდება.

ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დახვედრის ცერემონიით დაიწყო, რომელიც ერევანში, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შესრულდა საქართველოს და სომხეთის სახელმწიფო ჰიმნები. სალომე ზურაბიშვილმა და არმენ სარგსიანმა პატივი მიაგეს სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარადგინეს. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერსა და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესაც შეხვედება. ვიზიტი ორდღიანია და 14 მარტს დასრულდება.

დატოვე კომენტარი