პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სერბეთს ეწვია. ყაველაშვილი პირველ ლედისთან ერთად, სერბეთში გუშინ საღამოს ჩავიდა. დღეიდან კი – საქართველოს დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს. პრეზიდენტს სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი უმასპინძლებს.

თათია ტაბეშაძე ბელგრადიდან #მოამბე