პრეზიდენტის მრჩევლების წარდგენა

სალომე ზურაბიშვილის გუნდის ნაწილი ცნობილია.

ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დღეს ხუთი მრჩეველი წარადგინა. მათ შორისაა ყოფილი დეპუტატი ქეთევან მახარაშვილი, რომელიც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოზიციას დაიკავებს და პრესსპიკერიც ფუნქციებსაც შეასრულებს.

უკვე ცნობილია იმ ადამიანის ვინაობაც, რომელიც მომავალში, სავარაუდოდ, ემიგრაციის საკითხებზე იმუშავებს. ის ამერიკაში დაბადებული ქართველი ემიგრანტი პიერ ალექსანდრე კრევოა.