პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში – შეფასებები
პრეზიდენტი ხვალ პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება. მიხეილ ყაველაშვილის სიტყვის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ დრო კითხვებისთვის. ამის შემდეგ პრეზიდენტს ექნება დასკვნითი სიტყვის შესაძლებლობაც, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დაიხურება. საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტის მოხსენება მათთვის უინტერესოა. მმართველ გუნდში საპირისპირო პოზიცია და მოლოდინი აქვთ.