პრეზიდენტის მორიგი ვეტო - გამოხმაურება

პრეზიდენტის მორიგი ვეტო შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად ვეტო „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს დაადო, რომლითაც ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა მოხდეს არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.