პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში

დიალოგის აუცილებლობა, ეროვნული ინტერესების დაცვა, უსამართლო დამოკიდებულება ევროპის მხრიდან და ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობა – პარლამენტში პირველი ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხებზე გააკეთა მთავარი აქცენტი.

მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გარე ძალების ჩარევებს უკავშირებს, ევროკავშირს კი საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი ამბობს ქვეყანაში დაძაბული ვითარება უკრაინაში ომის დასრულებისა და გარე ძალების შესუსტების შემთხვევაში დასტაბილურდება. რაც შეეხება შტატებთან ურთიერთობას, როგორც მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, საქართველოს ხელისუფლებისა და ამერიკის ახალ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრა აძლევს იმის რწმენას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთება.   პრეზიდენტის მოხსენებას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელიც პარლამენტსა და პრეზიდენტს არალეგიტიმურად აცხადებს. სხდომაზე მიწვეულნი არ ყოფილან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.