პრეზიდენტის მიმართვა

აგვისტოს ომის 11 წლისთავს განცხადებით ეხმაურება მოქმედი პრეზიდენტი.

ოკუპაციაზე ჩვენი პასუხი მარტივია – არა შეგუებას. ასეთია განცხადების მთავარი გზავნილი.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების უფლებების შელახვას და მათი იდენტობის გათელვას  არ შეეგუება. სახელმწიფოს მეთაური საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებაზე აკეთებს აქცენტს, რათა კონფლიქტების გადაჭრა საქართველოსთან ერთად, მათი პრიორიტეტიც გახდეს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა შეძლებს ოკუპაციის დასრულებას და ახალი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რისთვისაც ყველაზე ძლიერ იარღად ერთიანობას და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას მიიჩნევს.