საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. „აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს და დღეს უკვე ვხედავთ, რომ ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი მიმართავს როგორც ექიმებს, ასევე სასულიერო პირებს, პედაგოგებს, სტუდენტებს და ამბობს, რომ აცრა ცოდვა კი არა, სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა. ამავე მიმართვაში სალომე ზურაბიშვილი არჩევნების საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ არჩევნების გადატანა ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ გართულებული ეპიდვითარების მიზეზით, არჩევნების გადადების საკითხზე დისკუსია სახალხო დამცველმა გახსნა.