პრეზიდენტი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. „ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა! დღევანდელი ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ,“ – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
პრემიერის მილოცვა დიპლომატებს