პრეზიდენტის მილოცვა

„მინდა, გულწრფელად მივულოცო ანდრეი ბაბიშს და მოძრაობას „ანო“ ჩეხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ ეს გამარჯვება, არა მხოლოდ ჩეხეთისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო ჩეხეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის მზადაა.