პრეზიდენტის მილოცვა

პრეზიდენტი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება. ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენს გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები. ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს. ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე,“ – წერს პრეზიდენტი მისალოც განცხადებაში.