პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონები

15:15, 30.12.2024

მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის რანგში უკვე მოაწერა ხელი 28 კანონს. მათ შორის ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, დარეგულირდა პიროტექნიკის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ასევე ხელი მოეწერა საქართველოს კანონს „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა და უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა.

 

მსგავსი