პრეზიდენტის კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალების შესახებ ძალაშია. შესაბამისი განცხადება მედიასთან მიხეილ ყაველაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, ეს არის ოპოზიციისთვის შესაძლებლობა მოქალაქეებს არჩევნებში საკუთარი შანსები დაანახონ და დაამტკიცონ, რომ ქვეყნის მართვა ხელისუფლებაზე უკეთ შეუძლიათ. ამისთვის ყაველაშვილი მიმართვის შემთხვევაში მზად არის დაკავებული ლიდერები შეიწყალოს. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, ამის მაგივრად ისინი მავნებლობით არიან დაკავებულები.