პრეზიდენტის ინიციატივის განხილვა

სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და გურული კალანდობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადების ინიციტივით გამოდის. პრეზიდენტი საკითხზე სასაუბროდ  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს შეხვდა.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ინიციატივას, რომელიც ჩვენს იდენტობას კარგად წარმოაჩენს, მიესალმება. ინფორმაციას პრეზიდენტი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.