პრეზიდენტის ინიციატივა - ოპოზიციის ხელმოწერები

პრეზიდენტის მიერ ქართულ ქარტიაზე ოპოზიციური პარტიებისთვის ხელმოსაწერად მიცემული ვადა ორშაბათს იწურება. ვინ უერთდება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას – სრული სია ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის მისაღებია, თუმცა პარტიების ნაწილი იდეას მხარს არ უჭერს.

დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებს „ნაციონალური მოძრაობაც“. მოკლევადიანი პარლამენტი და მთავრობის ახალი მოდელი – ასეთია სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებული სამოქმედო გეგმა ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდისთვის ზურაბიშვილის ეს ინიციატივა მიუღებელია.