პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ღონისძიება პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრებიან. რაც შეხება ცერემონიის გაშუქებას, გაიცემა სპეციალური აკრედიტაციები, ჟურნალისტებისთვის მოწყობილი იქნება მედიასივრცე ბე კორპუსის რუსთაველის დარბაზში, თავად ინაუგურაციის პროცესის გადაღებასა და მედიასაშუალებებისთვის სიგნალის პირდაპირ ეთერისთვის მიწოდებას კი, თავად პარლამენტი უზრუნველყოფს. ასევე, პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. ოპოზიცია 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას სპექტაკლს უწოდებენ და ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. მმართველი გუნდი მიხეილ ყაველაშვილს ღირსეულ პიროვნებასა და შემდგარ პოლიტიკოსს უწოდებს.