პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა - „გირჩის“ მიერ გამოთქმული ვარაუდი კომენტარების თემა გახდა
კომენტარების თემა გახდა პარტია „გირჩის“ მიერ გამოთქმული ვარაუდიც, რომ, შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმპიჩმენტის საკითხი მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გამოიყენოს და თემა ვაჭრობის საგნად იქცეს. კომენტარი დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააკეთა. პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქის კარის თამაშებში მონაწილეობას არ აპირებენ. თუმცა, იქვე აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, ქმედითი ნაბიჯი სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა. კომენტარი გაკეთდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მხრიდანაც.
კესო ქაფიანიძე მუშაობს თემაზე და საუბარს „მოამბის“ ეთერში ახლა ის განაგრძობს.