პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა

სახელისუფლებო პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინების შესატანად ხმების შეგროვება დაიწყო. ამისთვის 50 დეპუტატის თანხმობაა აუცილებელი, რაც „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემას არ წარმოადგენს. თემას სავარაუდოდ, ხვალ საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. შემდეგ პროცესი სასამართლოში გადაინაცვლებს. ერთ თვეში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მთავარ კანონის დარღვევაზე. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, მმართველ გუნდს ორი კვირა ექნება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე გაიტანოს. იმპიჩმენტის თემას დღეს პირველად გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ფაქტი შევიწროებად შეაფასა.

რა მიზანი აქვს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც თავად „ქართული ოცნების“ ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ მოხდება?